ექსტრემისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აშშ-სა და რუსეთს ჯიჰადს უცხადებს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დაჯგუფების წევრი მაჰამად ადნანი 40 წუთიან აუდიო მიმართვაში,რომელიც ინტერნეტში განთავსდა, მოუწოდებს მთელი მსოფლიოს მუსულმანებს, შეუერთდნენ ჯიჰადს რუსეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ.
მას მოჰყავს რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის ციტატა იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქმედება სირიაში წმინდა ომია ტერორიზმის წინააღმდეგ.
ადნანის განცხადება „ისლამური სახელმწიფოს“ პირველი ოფიციალური მუქარაა რუსეთის მიმართ. გზავნილში ძირითადი აქცენტი არ არის რუსეთზე გაკეთებული და ის მოხსენებულია როგორც აშშ-ს მიკავშირე ISIS-ის წინააღმდეგ.
