კინოკომპანია Sony Pictures-მა ფანტასტიკური კომედიის პირველი თიზერი გამოაქვეყნა. „მამაკაცები შავებში – ინტერნეიშენალი“ მაყურებელს ახალ გმირებს შესთავაზებს და ისინი Lexus RC F-ით იმოძრავებენ.
შეგახსენებთ, რომ წინა ნაწილებში არა „ლექსუსი“ არამედ Ford Crown Victoria იყო გამოყენებული.
სპინ-ოფის მთავარი გმირები აგენტები – ეიჩი და ემი გახდნენ და მათ როლებს კრის ჰემსვორთი და ტესა ტომპსონი შეასრულებენ. რაც შეეხება ყველასათვის საყვარელი უილ სმიტისა და ტომი ლი ჯონსონის პერსონაჟებს – ახალ ნაწილში ისინი ჯერ-ჯერობით არ ჩანან.
ფილმის პრემიერა სავარაუდოდ, მომავალი წლის ივნისში შედგება.