მსახიობი ია ფარულავა წერს, რომ სალომე ქემაშვილის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.
გოგონა კვლავ მართვით სუნთქვაზეა, თუმცა ამავდროულად სასიცოცხლო პროცესებმაც დაიწყო გამოკვეთა. კერძოდ, ახლობლების ინფორმაციით, სხეულის ტემპერატურა 38-მდე ავიდა.
“სალომე ქემაშვილოს მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის… დიდი მადლობა ყველას!!!!! ძალა ერთობაშია… ახლა საჭიროა რომ ტვინმა გამოიღვიძოს…” – წერს ია ფარულავა.
გოგონა, სალომე ქემაშვილი სავარაუდოდ H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი) ვირუსით ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მას სიმპტომები ბორჯომში გამოუვლინდა, სწორედ ამიტომ თავდაპირველად ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, რეანომობილით, თბილისში გადაიყვანეს.