LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში – ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

20180911153520

დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, ასევე 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისში ერთი პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 3 იანვარს, დაბა თიანეთში შურისძიების მოტივით, ორ მამაკაცს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო მესამეს, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა.

დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g