დღეს გავრცელებული ჩანაწერები, თუკი უკრაინულმა ვებგვერდებმა კიდევ რაიმე არ შემოგვთავაზეს, კიდევ დიდხანს იქნება მთავარი თემა. „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, რუსუდან ვაშაკიძემ სოფო ნიჟარაძის მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას, მომღერლის მიერ ნოდარ მელაძის არაკორექტულად მოხსენიებას შემდეგი სტატუსი მიუძღვნა: „ნოდარ მელაძე, როგორ წარმოვიდგენდი, ასე საჯაროდ სიყვარულს თუ აგიხსნიდი. როდის გნახეს შეშინებული, მაინტერესებს. აგერ მიზიხარ გვერდით, ლამის 2 წელია. ძალიან მაგარი ხარ და თამამი, გაკოცე!!!“, შემდეგ კი დასძენს: „ასე არასწორად რომ მიჰქონდათ ამბები, იმიტომაა საქმე კარგად“.
მის სტატუსს ჟურნალისტი გოგა აფციაური გამოეხმაურა და შეკითხვა დასვა, რატომ არ არის სოლიდარული ყველა ჟურნალისტი და რატომ არ გმობენ ერთიანად ამ საქციელს, რასაც რუსუდან ვაშაკიძემ ასე უპასუხა: „პირად საუბარში ყველა რაღაცას ამბობს, ძალიან პირადი საუბარია. ვის დავუწყოთ ახლა ლანძღვა, სოფო ნიჟარაძეს? ის მიშა ეხუმრება, ფაქტია და ეს სოფო კიდე რასაც ამბობს, ამბობს. ერთი ჩურჩუტი გოგოა…“
