თბილისში, პეკინის გამზირზე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდეს. მაღაზიის მენეჯერის განცხადებით, შემთხვევა ღამის 04:00 საათისთვის მოხდა. მისივე თქმით, კამერებმა სამი პირი დააფიქსირა. მაღაზიაში ამბობენ, რომ ქურდობისას კარი არ გაუტეხავთ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათივე ცნობით, ზარალის ოდენობა დგინდება.