LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწამ კოსმოსიდან განმეორებადი რადიოსიგნალები მიიღო – მეცნიერების უახლესი აღმოჩენა

1531276298861

დედამიწიდან 1,5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან განმეორებადი რადიოსიგნალები დაფიქსირდა.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა მსგავსი განმეორებადი სწრაფი რადიოსიგნალები დააფიქსირეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალ ამოფრქვევებს შორის დაფიქსირდა ისეთი სიგნალიც, რომელიც ექვსჯერ გამეორდა.

რადიო ამოფრქვევების მიზეზებზე უამრავი სპეკულაცია არსებობს, მათ შორის ვარაუდობენ იმასაც, რომ სიგნალს დედამიწას უცხოპლანეტელები უგზავნიან. სავარაუდო ვარიანტებში შედის ახალი ვარსკვლავების დაბადება, ნეიტრონული ვარსკვლავების ან შავი ხვრელების შეჯახებაც. უამრავი შესაძლო ვარიანტის მიუხედავად, ამ ეტაპზე სიგნალების წარმომავლობა სრულად გაურკვეველია.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ ამ დრომდე სიგნალის მხოლოდ ერთი წყარო იყო ცნობილი, მეორე წყაროს აღმოჩენამ კი შესაძლოა, კოსმოსის საიდუმლოებების ამოხსნას შეუწყოს ხელი.

„ამ სიგნალების განმეორება საშუალებას გვაძლევს კოსმოსური ფაზლი ამოვხსნათ,“ – პროფესორი ინგრიდ სთეირსი.

ამ დრომდე, დაახლოებით, 60 სწრაფი რადიო ამოფრქვევაა დაფიქსირებული, თუმცა ეს გამეორების მხოლოდ მეორე შემთხვევაა.

„ნახო ორჯერ გამეორებული სიგნალი, სავარაუდოდ ნიშნავს, რომ რაღაც არსებობს და კაცობრიობა ამ რაღაცას იპოვის,“ – წერენ მკვლევარები ჟურნალ Nature-ში, სადაც ბოლო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.

რადიო ამოფრქვევები მხოლოდ რამდენიმე მილიწამი გრძელდება, თუმცა ამ დროს იმდენი ენერგია გამოთავისუფლდება, რამდენის გამოსასხივებლადაც მზეს 12 თვე სჭირდება.

შავი ხვრელი – NASA-ს ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g