თუ ბევრის მსგავსად თქვენც იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით ვინც, ოცნებობს წონის დაკლებაზე, მაგრამ ხელს უშლის მომატებული ჭამის მადა, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ”მოათვინიეროთ” ან თუნდაც მოატყუოთ თქვენი დაუცხრომელი მადა.
ჭამის წინ დალიეთ კომპოტი
სტანდარტული რეკომენდაცია, რომ თითქოს საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე წყლის დალევა ამცირებს შიმშილის გრძნობას, ყოველთვის არ ამართლებს. არცაა გასაკვირი, რადგან წყალს საერთოდ არ აქვს კალორიები. ზოგიერთი 2-3 ჭიქა წყალს საკვების მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე სვამს, მერე კი უკანასკნელ ნამცეცამდე ასუფთავებს მთელ მაგიდას. თუ თქვენც იმ ჯგუფს მიეკუთვნებით, ვინც ვერასდროს ნაყრდება წყლით, დაიწყეთ სადილი ბოსტნეულის წვენით (პომიდვრის, გოგრის, სტაფილოსი), ვახშამი კი – შაქრის გარეშე მოხარშული ხილით (ნუ შეჭამთ თვითონ ხილს, მიირთვით მხოლოდ წვენი). ხილისა და ბოსტნეულის წვენი ბევრად უფრო ნოყიერია, ვიდრე წყალი და ნაწილობრივ მაინც დაგიკმაყოფილებთ შიმშილის გრძნობას. ამასთანავე მათი კალორიულობა არაა მაღალი და ამიტომ ფიგურის შენარჩუნებაზეც არ გექნებათ სანერვიულო. საუზმის წინ კი, მართლაც წყლის დალევაა უკეთესი, რადგან ის ეხმარება ორგანიზმს გამოფხიზლებაში. წყლის მიღება აუცილებელია საკვების მიღებებს შორისაც, ნებადართულია ყავის, უშაქრო მწვანე ან შავი ჩაის დალევაც.
დაჭერით და დააქუცმაცეთ
ვერასდროს მოერევით თქვენს ჭამის მადას, თუ დღე-ღამეში მხოლოდ 2 – 3-ჯერ მიირთმევთ. დღის მანძილზე ნაკლები ჭამა საღამოს აუცილებლად ზედმეტი საკვების მიღებით სრულდება. აუცილებელია დღე-ღამეში სულ მცირე 5 – 6-ჯერ მაინც ჭამა, რათა დაძლიოთ შიმშილი. გარდა ამისა, დიეტოლოგების აზრით, დაქუცმაცებული საკვები ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, რომელიც ხშირად დარღვეული აქვთ ”ჭამის მოყვარულებს”. თუმცა, აუცილებლად უნდა შეამციროთ პორციები, მიიღეთ დაახლოებით 150 – 200 გრამი საკვები, სხვა შემთხვევაში გარდაუვალია წონის მომატება.
მიირთვით პატარ კოვზით
მიირთვით სადილი პატარა თეფშიდან, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ ფსიქოლოგიურად მოქმედებთ – ხორცის მცირე ნაჭერი დიდ თებშზე უფრო პატარა ჩანს, ვიდრე ის სინამდვილეშია და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი სალათითაა გაფორმებული, მაგრამ თუ იმავე ინგრედიენტებს პატარა თეფშზე მოათავსებთ, მაშინ აუცილებლად შეგექმნებათ დიდი პორციის შთაბეჭდილება. კარგი იქნება თუ დიდ კოვზსაც პატარათი ჩაანაცვლებთ, ჩვეულებრივ ჩანგალს კი – დესერტის ჩანგლით შეცვლით.
პატარა ლუკმებით მირთმევისას თქვენ ყოველთვის დაცული ხართ ზედმეტი საკვების მიღებისგან. ევროპელმა დიეტოლოგებმა ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს – ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეებს წვნიანის მირთმევა ერთ დღეს დიდი კოვზით შესთავაზეს, მერე დღეს კი – პატარათი. შედეგად აღმოჩნდა, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანებს არ შეძლოთ ობიექტურად შეეფასებინათ მირთმეულის რაოდენობა და საჭიროზე მეტსაც ჭამდნენ. მეორე შემთხვევაში კი – ბევრად უფრო ნაკლებს მიირთმევდნენ, რადგან სწრაფად ნაყრდებოდნენ.
ივახშმეთ ექვსი საათის შემდეგ
დაივიწყეთ, რომ ექვსის შემდეგ ვახშმობა არ შეიძლება. შეიძლება და აუცილებელიცაა! მაგრამ არა ფუნთუშეულით და ტკბილეულით, არამედ ცილის შემცველი პროდუქტით – კვერცხით, ქათმის ან საქონლის ხორცით (მოთუშული ან ორთქლში მომზადებული). ცილით მდიდარი პროდუქტები მოგიკლავენ შიმშილის გრძნობას და დაგიცავენ ზედმეტი კილოგრამებისგან. იდეალური დრო ვახშმისთვის – დაძინებამდე 3-4 საათით ადრეა. ასე რომ, თუ თქვენ გვიანობამდე არ იძინებთ, შეიძლიათ საღამოს რვა საათზეც წაიხემსოთ. საუზმის ოპტიმალური დრო კი, დილის 7 – 9 საათია, რადგან ამ დროს კუჭის წვენი განსაკუთრებით ინტენსიურად გამოიყოფა. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ სისტემატურად ამბობთ უარს საუზმეზე და მხოლოდ ერთი ჭიქა ყავით კმაყოფილდებით, დიდი ალბათობაა დაავადეთ გასტრიტით.
დასვით წერტილი
მადის ”მოთვინიერებაში” წერტილოვანი მასაჟიც დაგეხმარებათ. თუმცა, პირველ რიგში დასადგენია რატომ იმატებთ წონაში – არის ეს ჰორმონალური დარღვევების, ასაკის, სტრესის ან გამოუძინებლობის ბრალი, თუ კიდევ სხვა მიზეზებიც არსებობს. მართალია, წერტილოვანი მასაჟის მოქმედების ზონები ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა. თუმცა, არსებიბს უნივერსალური წერტილიც – ე.წ. ”გუან-იუანი”, რომელიც მუცელზე, ჭიპის ქვევითაა მოთავსებული. მასაჟის გაკეთება უკეთესია ვერტიკალურ მდგომარეობაში, ნებისმიერ სხვა მდგომარეობაში კი, შესაძლოა მუცლამდე ვერც მიაღწიოთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ქონის ნაკეცებითაა დაფარული. დააწექით წერტილს თითით და ნელა დაისრისეთ. ნახევარსაათიანი პროცედურის ჩატარება მხოლოდ 20 დღის მანძილზეა რეკომენდირებული. იმ შემთხვევაში კი, თუ ზუსტად იცით, რომ ჭარბი წონა საკვების ზედმეტი მიღებით აკრიფეთ (აგრძელებთ იმავე ტემპით და ვერაფრით ერევით საკუთარ მადას) ჩაიტარეთ მასჟი წვივზე – დააჭირეთ თითი და 30 წამის შემდეგ აიღეთ. გაიმეორეთ იგივე 20-ჯერ, შემდეგ კი, იგივე პროცედურა მეორე ფეხზე ჩაატარეთ.
