LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მამაკაცი დაშავდა

08

გორში, გვიან ღამით, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად, მამაკაცი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი გაზქურასთან დაგროვდა, სადაც მამაკაცი სიგარეტის ასანთებად მივიდა, რა დროსაც აალება მოხდა. მამაკაცს სახის არეში დამწვრობები აღენიშნება. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g