LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში აფეთქებისას დაზარალებულების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში შეუშვეს

აფეთქება სახლის ნანგრევი

დიდ დიღომში აფეთქებისას დაზარალებულებს სახლებიდან პირადი ნივთები გამოაქვთ.

როგორც ჟურნალისტებთან საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განაცხადა, ამ დროისთვის 46-მა ადამიანმა უკვე მოახერხა საცხოვრებელი სახლის ნახვა და პირადი ნივთების აღება.

„ეტაპობრივად გაგრძელდება მოქალაქეების სახლებში შეშვება,“ – განაცხადა გამგებელმა.

აფეთქების ადგილზე თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის ექსპერტები კორპუსის მდგრადობის შესწავლას იწყებენ. ექსპერტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა დრო დასჭირდებათ საბოლოო დასკვნისთვის.

ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.

აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

პოპულალურები