LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლ ჯგუფის” დამფუძნებელი დიღომში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას „ყაზტრანსგაზს“ აკისრებს

chanturia

კომპანია „ლ ჯგუფი“ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებს აკისრებს.

კომპანიის დამფუძნებელმა გრიგოლ ჭანტურიამ სამართალდამცავებს დეტალური ჩვენება უკვე მისცა და შესაბამისი დოკუმენტებიც წარუდგინა.

როგორც ის ამბობს, თავად დარეკა „ყაზტრანსგაზში“ და კომპანიას სუნის შესახებ აცნობა.

„გაზის სუნიაო ბიჭებმა, დარეკილიც გვაქვსო გაზკანტორაშიო, შემდეგ, მე ავკრიფე ნომერი, სახელი და გვარი განვუმარტე ჩემი და ვუთხარი, რომ საზარელი სუნი დგას და მობრძანდით შეამოწმეთ-თქო. ჩემი დარეკვიდან 40 წუთში მოვიდნენ. შევიდნენ, არაფერი საფრთხე არ არისო,“ – აცხადებს გრიგოლ ჭანტურია.

რაც შეეხება საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციის საკითხს, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ექსპლუატაციაში შესვლის უფლება მათ მიმდინარე კვირაში უნდა მიეღოთ.

„ექსპლუატაცია უნდა ამეღო ამ დღეებში. თებერვალში გვქონდა დაწერილი განცხადება,“ – ამბობს გრიგოლ ჭანტურია.

ჭანტურიას ინფორმაციით, „ლ ჯგუფსა“ და „ყაზტრანსგაზს“ შორის  ხელშეკრულება ერთი წლის წინ გაფორმდა, რომლის შემდეგაც კომპანიამ შენობაში გაზი შეიყვანა. მისივე თქმით, აქვს ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ორ კომპანიას შორის 78 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი დაიდო.

„ჩვენმა კომპანიამ დაუკვეთა „ყაზტრანსგაზს“, ჩვენ ჩავურიცხეთ ოფიციალურად თანხა, შემდგომ მოვიდა „ყაზტრანსგაზი“, გაამრიცხველიანა, თავიდან ბოლომდე – ჩართვა იყო, შემოწმება იყო, ყველაფერს აკეთებდა, ჩვენს კომპანიას შეხება არ ჰქონდა არანაირი. შარშან 30 დეკემბერს იყო გაზი შემოყვანილი,“ – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, გუშინ დიღომში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g