LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

afetqebadigomisaxli-6

ავთანდილის ქუჩა #8-ში, დაზარალებული მოქალაქეები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, აფეთქების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. როგორც ჟურნალისტებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა განუცხადა, ისინი კორპუსის მაცხოვრებლებთან ერთად აღწერენ, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგათ მათ აფეთქების შედეგად, ინფორმაციას კი, საბოლოოდ, საბურთალოს გამგეობას მიაწვდიან.

„საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით დანიშნულია ექსპერტიზა ზარალის დასადგენად. აქ მოვედით საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის თანამშრომლები, რომლებიც დღეს პირველად შევალთ შემთხვევის ადგილზე. ამ ეტაპზე მიჭირს ზარალის ოდენობაზე საუბარი. ჩვენ შევალთ მოქალაქეებთან ერთად, ორ ჯგუფად და ვნახავთ ადგილზე სიტუაციას. საბოლოოდ, ინფორმაციას გადავცემთ გამგეობას. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით აქტიურად ვიმუშაოთ,“ – განაცხადა გიორგი ჩადუნელმა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ავთანდილის ქუჩაზე 12:00 საათზე მივიდნენ. საცხოვრებელ კორპუსში მოქალაქეები, სიის მიხედვით  ეტაპობრივად შედიან.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g