LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელორ ვაჩნაძე გერმანიაში ფეხსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს – შსს ინფორმაციას ადასტურებს

1637
მელორა

გერმანიაში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი მელორ ვაჩნაძე ფეხსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძე დაკავებულია, თუმცა რის გამო, ამ ეტაპზე უწყებაში არ ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძემ, ქალაქ ოლნში TK Maxx-ის მაღაზიიდან 130 ევროს ღირებულების ფეხსაცმლის მოპარვა სცადა. მან ფეხსაცმელი ჩაიცვა, კოდი მოხსნა, საკუთარი კი მაღაზიაში დატოვა.

შეგახსენებთ, მელორ ვაჩნაძე საქართველოში პოლიტპატიმარი იყო. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ის სხვადასხვა ორგანიზაციის, ბოლოს კი „ქართული მარშის” წევრი იყო.

2018 წლის ნოემბერში მან საქართველო დატოვა, როგორც თქვა, „ხელისუფლების მხრიდან შურისძიების შიშით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g