LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგელებს გზის გაკეთებას “დელიკებით” ფულის კეთება ურჩევნიათ

250

სტეფანწმინდაში, გერგეთის სამებამდე მისასვლელი გზის გაკეთება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სამინისტროს ამ პროექტთან დაკავშირებით, 1,5 მლნ ლარი უკვე ათვისებული უნდა ჰქონოდა, მაგრამ მოსახლეობა გზის მშენებლობის წინააღმდეგია.

”იქ არის სერიოზული წინააღმდეგობა, რაგდან მოსახლეობა თვლის, რომ ”დელიკებით” უნდა აკეთონ დიდი ფული. მათ გზის გაკეთება არ უნდათ. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვიდრე ეს საკითხი არ მოგვარდება  განსახლების სამუშაოებს არ დავიწყებთ, რადგან უარყოფითი შედეგი წინასწარ გარანტირებული გაქვს. თუ მოსახლეობას ვერ დავითანხმებთ, არ გავაკეთებთ გზას და ეგ იქნება. ვფიქრობ, აქ უნდა ჩაერიოს არამარტო ხელისუფლება, არამედ ეკლესიაც. არ არის სწორი, როცა ჩვენ მომლოცველებს ვატყავებთ” – ამბობს ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, სამინისტროს ჰქონდა წინადადება საბაგირო გზები გაეკეთებინა, თუმცა ამის უფლება მას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არ მისცა.

სტეფანწმინდა-გერგეთის სამების ეკლესიის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 5,5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. 1,5 მილიონი ლარი 2015 წლის ბიუჯეტშია გაწერილი, 4 მილიონი ლარი კი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით იგეგმება.

magti 5g