LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება

76

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდფაუერმა“  სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე წყალსადენის 600 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტირებული 500 მეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოების გამო 20  ნოემბრის 22:00 საათიდან 21 ნოემბრის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება  სამგორის რაიონის მომხარებელთა ნაწილს.

კერძოდ,  კალოუბნის N1, 3, 5-ს, ჯავახეთის ქუჩის ლუწ ნომრებს – კალოუბნის ქუჩამდე, ქეთევან დედოფლის, სამგორის, მეველის, გუდარეხის, ციხისძირის, ნადარეიშვილის, წულაძის (შესახვევებით), ბოგდან ხმელნიცკის მე-4-ჩიხს, სამრეწველოს დასახლების I, მატროსოვის (აბუსერისძე ტბელის), ნავთლუღის, საექიმოს, უჯარმის, ჭრელაშვილის, მე-2 დოლაბაურის, პატარძეულის, შირაქაძის, აწყურის, ციხისძირის, ცუცხვათის, შორაპნის, ზინდისის, დოესის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, კასპის, კობარეთის (ზურაბაშვილის), ხახანაშვილის, ლეჰ კაჩინსკის (შავი ღვის), ნოსირის, უბილავას, საბადურის, გუთნის, თელავის, ხახანაშვილის, წურწუმიას, წინანდლის, ახმეტელის, ფოსტის, დედოფლისწყაროს, ნიორაძის, ქურხულის, ბადიაურის ქუჩებს, მოსკოვის გამზირს – N1-დან N15-მდე და N2-დან N10-მდე; ვარკეთილის მე-3 მასივის I, VI, IX, X კვარტლებს, შუამთის, საცხენისის, ელდარის, კალაუბნის, გახოკიძის, ბერიაშვილის, კაკლიანის ქუჩებს და კახეთის გზატკეცილს.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  (GWP) თბილისის მოსახლეობის, სახელმწიფო დაწესებულებების, სამრეწველო და კომერციულ ობიექტების სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს.  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ქალაქის მასშტაბით, 490 000-მდე აბონენტს ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g