LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან დაკავშირებული სამხედრო კონტრაქტორები ვენესუელაში მადუროს დასაცავად ჩავიდნენ

1548441243-50578063_10213573858168533_6643799788225560576_n

ვენესუელაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლები ჩავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ნიკოლას მადუროს დასაცავად გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო ციტირებს კონტრაქტორებთან კავშირში მყოფი კაზაკების ადგილობრივი პარამილიტარული შენაერთის ლიდერს, ევგენი შაბაიევს, რომელიც აცხადებს, რომ ჯგუფი ვენესუელაში კვირის დასაწყისში ჩავიდა. მისი ცნობით, ამჟამად, 400-მდე რუსი კონტრაქტორი იმყოფება.

გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთის მთავრობამ, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტს ღია მხარდაჭერას უცხადებს, მიმდინარე კვირაში პირობა დადო, რომ გვერდით დაუდგება მას. მოსკოვმა აშშ ვენესუელაში ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი დროებით პრეზიდენტად აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g