მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის ბოლო ტურში სტუმრად 4:2 მოუგო „ესპანიოლს“.
ორი გოლი ბენზემამ გაიტანა, თითო სერხიო რამოსმა და გარეთ ბეილიმ.
„რეალმა“ ლა ლიგის სეზონში პირველად გაიტანა 3 გოლი 1 ტაიმში.
ქარიმ ბენზემას მადრიდული კლუბის რიგებში 207 გოლი დაუგროვდა.
ამ მაჩვენელით ფრანგი მექსიკელ უგო სანჩესს გაუთანაბრდა და მასთან ერთად „რეალის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში, მეექვსე ადგილს იყოფს.
ამ დუეტის წინ არიან – კრიშტიანო რონალდო (450), რაული (323), ალფრედო დი სტეფანო (308), სანტილიანა (290) და ფერენც პუშკაში (242).
29 წლის უელსელმა გარეთ ბეილმა „რეალის“ შემადგენლობაში 99-ე გოლი გაიატანა.
სერხიო რამოსმა „რეალის“ შემადგენლობაში, თავით 50-ე გოლი გაიტანა.
–
„ბარსელონამ“ ზედიზედ 32 გასვლით მატჩში, მინიმუმ ერთი გოლის გატანა შეძლო (სულ 78 გოლი).
ლიონელ მესის ესპანეთის 36 სტადიონზე აქვს გოლი გატანილი (სულ 42 სტადიონზე უთამაშია).
ანტუან გრიზმანი მეორე ფეხბურთელია ლიონელ მესის შემდეგ, ვინც ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო შვიდ სეზონში, ათზე მეტი გოლის გატანა შეძლო.
–
კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია ბოლო 24 წლის განმავლობაში, რომელმაც სერია ა-ს 8 საგარეო მატჩში გაიტანა ზედიზედ. პორტუგალიელის პენალტი გამარჯვების გამოდგა „ლაციოსთან“ საგარეო შეხვედრაში – 2:1.
ფაბიო კვალიარელამ სერია A-ს ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა, რითაც გაბრიელ ბატისტუტას 1994 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
ამასთან, კვალიარელას იტალიის ჩემპიონატში 143 გოლი დაუგროვდა და კრისტიან ვიერის გაუსწრო.
–
ბუნდესლიგის ლიდერმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ შინ „ჰანოვერს“ 5:1 აჯობა.
პირველად 2013 წლის შემდეგ, მარიო გიოტცემ და მარკო როისმა ერთ მატჩში გაიტანეს.
როისმა „დორტმუნდში“ სეზონის პირველ 19 მატჩში 12 გოლი პირველად გაიტანა.
„ვერდერი“ ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც ყველა მატჩში გოლი აქვს გატანილი.
–
კილიან მბაპე 11-ჯერ გააკეთა პსჟ-ში გოლი+პასი.
პარიზულმა გუნდმა „რენს“ 4:1 მოუგო. მბაპემ 11 მატჩი ითამაშა ისე, რომ გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. ეს ტოპ 5 ჩემპიონატებში მეორე შედეგია. პირველზე მისი თანაგუნდელი ნეიმარია – 12.