LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ დუგლასისა და გლენ ქლოუზის შეხვდრა 32 წლის შემდეგ (ფოტო)

dgls

ლოს-ანჯელესში კინომსახიობთა გილდიის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა, რომლის წლევანდელი ტრიუმფატორი  რაიან კუგლერის ფილმი „შავი პანტერა“ გახდა. წლის მსახიობ მამაკაცად რამი მალეკი დაასახელეს, ხოლო ქალბატონად, გლენ ქლოუზი, რომელმაც ეს პრიზი ფილმისთვის „მეუღლე“ მიიღო.

წელს გლენ ქლოუზი ორჯერ ავიდა სცენაზე. ერთხელ როგორც გამარჯვებული, შემდეგ კი, როგორც დამჯილდოვებელი. ყველაზე ემოციური სწორედ ეს მომენტი გახდა, როდესაც 71 წლის ქლოუზი სცენაზე მაიკლ დუგლასთან ერთად გამოვიდა. ზუსტად 32 წლის გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „საბედისწერო ლტოლვა“. ფილმი დუგლასისა და ქლოუზის მონაწილეობით „ოსკარის“ 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. მსახიობების გამოსვლას მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. მათ მინისერიალში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობი ქალი დაასახელეს, რომლის გამარჯვებულიც პატრისია არკეტი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები