კელვინ ჰარისის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერაზე Giant გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა. ბუნებრივია, ვიდეოში შვედ დიჯეისთან ერთად ინგლისელი შემსრულებელი, Rag’n’Bone Man მონაწილეობს, ვინაიდან სინგლი მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია.
საგულისხმოა, რომ 2017 წლის შემდეგ, Rag’n’Bone Man-მა პირველად მოირგო მთავარი შემსრულებლის ამპლუა, რომელსაც აკომპანიმენტი ჰარისმა გაუწია.
საინტერესოა, რომ მუსიკალურ რგოლს, რომელიც ქსელში 25 იანვარს გამოქვეყნდა, ამ დროისთვის მხოლოდ 2 მილიონამდე ინტერნეტმაყურებელმა უყურა, რაც უნდა აღინიშნოს, რომ არც თუ ისე კარგი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ორის საუკეთესო არტისტის კოლაბიორაციის პრემიერა 11 იანვარს შედგა.