LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლოლაკში საცობების განსატვირთად მერიამ ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

95

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელ გზაზე ხეების მოჭრა გზის გაფართოვების სამუშაოებს უკავშირდება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, უკვე დაიწყო გზის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც, თავის მხრივ, უკვე არსებული გზის გაფართოვებას გულისხმობს.

”მშენებლობის დასრულების შემდეგ განიტვირთება ლეონიძის, მაჩაბლის, ამაღლებისა და ლორთქიფანიძის ქუჩები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხეების მოჭრის პროცესი. მოიჭრება 400-მდე ძირი ხე, მაგრამ 2016 წლის გაზაფხულზე, სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაირგვება 15 ათასი ახალი ნერგი,”- განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, თბილისის ადმინისტრაცია ემიჯნება მწვანე საფარის დაზიანებას, მაგრამ ამ ეტაპზე გზის მშენებლობამ მოითხოვა ხეების ჭრა.

”ხეების ნაწილი მოიჭრება, ნაწილი კი გადაირგვება სხვა ადგილებში,” – დააზუსტა მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g