LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 დღეში საპენსიო ფონდში უკვე 20 მილიონი ლარი შევიდა

image444444444

დაგროვებითი პენსიის ამოქმედებიდან 18 სამუშაო დღის განმავლობაში სისტემას 25 000 კერძო კომპანია შეურთდა, სისტემაში კი გაიხსნა დაახლოებით 300 000 პერსონალური ანგარიში”,- ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე აცხადებს.

”გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 25 000 კომპანია დარეგისტრირდა ჩვენს სისტემაში. თუმცა, ყველა დეკლარაცია ჯერ დახურული არ არის და ზუსტად ვერ ვამბობთ რამდენი ინდივიდუალური ანგარიში გაიხსნება ამ 25 000 კომპანიიდან. სახელმწიფოც ჩაერთო უკვე, დღეს დაახლოებით 300 000 ინდივიდუალური ანგარიშია. ყოველ დღე დაახლოებით 1000 კომპანია ემატება და ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით 500 000-600 000 ინდივიდუალური ანგარიში უნდა შეიქმნას“, – განაცხადა სურგულაძემ.

მისივე ინფორმაციით, ფონდში უკვე აკუმულირებულია 20 მილიონი ლარი. თებერვლის შუა რიცხვებისთვის კი მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g