„სხვადასხვა დროს ღმერთი მოგვიწოდებს, სხვადასხვა როლი შევასრულოთ. ვფიქრობ, მას სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო,” – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივანმა სარა სანდერსმა გააკეთა.
სანდერსმა ინტერვიუ ქრისტიანული მაუწყებლობის კავშირს მისცა. აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სირიაზეც ისაუბრა.
„პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქრისტიანებს, მხარს ვუჭერთ ქურთებს. ისინი, ვინც ამბობენ, რომ პრეზიდენტი პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს, უბრალოდ ვერ ხვდებიან ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიზანს,” – განაცხადა სარა სანდერსმა.