LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ოჯახის გარეშე ასეთი დიდი ვერ იქნებოდა (ფოტოები)

rue403f3f86c8

ლეო მესის შესაძლოა ვერასოდეს ეთამაშა უცხოპლანეტელების ფეხბურთი ოჯახის მხარდაჭერა რომ არა. თავად ლეო ყოველთვის არ არის კმაყოფილი საკუთარი თამაშით და გუშინაც დავწერეთ, რომ მისი 6 წლის ვაჟი ტიაგო ხშირად ესაუბრება ფეხბურთზე და მამას ახსნა-განმარტებების მიცემაც უწევს.

ლეგენდას მარცხენა ფეხზე შვილის საპატივსაცემოდ ტატუ აქვს, პატარი ხელები.

როდესაც მესი სახლშია, ბავშვი არ შორდება.

ტიაგო – უფროსი შვილია, ამიტომ მესი ყველაზე მეტად მასთან ურთიერთობს.

ტიაგო ყოველთვის მამასთანაა, განსაკუთრებით დიდი გამარჯვებების შემდეგ. ეს 2015-ში ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების ფოტოა.

„მე მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ ოჯახი ყველაზე წინაა“, – უთხრა გასული წლის ბოლოს Marca-ს.

„უფროსი ბიჭი უბრალოდ სასწაულია. ისინი განსხვავებულები არიან. ტიაგო დამჯერია, ხოლო მატეო პირიქით“, – ამბობდა მესი 2017-ში TyC Sports-თან ინტერვიუში.

აქაც კი, სადაც მატეო 3 წლისაა, მაიმუნობს და კამერაში არ იყურება.

ბედნიერი მამა და შვილები „კამპ ნოუზე“ 2017-ში.

ლეოს სახლში ყოველთვის სითბოა.

ოჯახი შობას ხვდება, სანტა 25-ე ნომერია.

მესი მჭიდრო გრაფიკის დროსაც არ ივიწყებს მშობლის მოვალეობებს.
„დილით ტიაგო სკოლაში მიმყავს, ხოლო ვარჯიშის შემდეგ გამოსაყვანად მივდივარ. ამის შემდეგ ვცდილობთ ყველა ერთად ვიყოთ. საღამოს ბავშვებს ვაძინებთ და თუ არის საშუალება დროს ცოლს ვუთმობ. ყველაფერი ისეა, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში“.

გახსოვთ ლეოს ხელი რომ ქონდა მოტეხილი? შვილთან ერთად ტრავმის გადატანა უფრო მარტივია. ფოტოზე 2018-ის ოქტომბერია, ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ საშინაო მატჩი.

მესის დინასტია.

აქ მესი და ბიჭები ჰალკთან ერთად არიან. ძაღლი ცოლმა აჩუქა დაბადების დღეზე 2016-ში.

2018-ის მარტში ანტონელას და ლეოს მესამე შვილი შეეძინათ. ასევე ბიჭი, ჩირო დაარქვეს. ხუთი „ოქროს ბურთი“. მესის მთავარი ტროფეები ამ ფოტოზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები