LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში ჰესის აშენების წინააღმდეგ აქცია იმართება

Untitled

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

მოსახლეობის მტკიცებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ისინი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, რაც სასმელი და სარწყავი წლის მიწოდებას შეაფერხებს.

პანკისელების ნაწილმა შესაბამისი წერილი პრემიერმინისტრის სახელზე უკვე გააგზავნა. მათ იმედი აქვთ, რომ საკითხის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლება ჩაერთვება და მოსალოდნელ საფრთხეებს გააანალიზებს.

მოსახლეობა ძალოვანი უწყებების მიერ ადგილობრივების ზეწოლაზეც საუბრობს. ამბობენ, რომ ახალგაზრდებსა და იმ უხუცესებზე, რომლებიც ჰესების წინააღმდეგ გამოდიან, ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, რათა ჰესების მშენებლობას მხარი დაუჭირონ.

მოსახლეობა კომპანია “ფერის” მიერ შეთავაზებულ პირობებზე უარს ამბობს. პროექტის მიხედვით, იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, მათ შორის ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სიტემის მოწყობა, ალაზნისპირის მიმდებარედ საბანაოს აშენება; ბირკიანი-ომალოს საავტომობილო ხიდის გაკეთება და სხვა.

კომპანია ,, ფერი” ბირკიანი-ჯოყოლო- დუისის მონაკვეთზე 110 კილოვატიანი ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს, თუმცა სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g