LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელს ისე მოგკიდებ, რომ შეიძლება ვეღარ გამაშვებინო – მელია-თალაკვაძის დაპირისპირება პარლამენტში

chxubi

„ისტორიული კანონზომიერება შემდეგ რამეს გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან, ია კერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, მაჩალიკაშვილის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, სარალიძის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგვლიანმა გაიმარჯვა. მინისტრმა ეს იცოდა, იმიტომ, რომ ზარი მიიღო გახარიასგან,“ – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ეს განცხადება მასსა და არჩილ თალაკვაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს განიხილავდნენ, მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მელიას განცხადებას არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ წერილი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, ანონიმური არ იყო.

ნიკა მელიას ფრაზამ „კარავში შეყვანასთან“ დაკავშირებით, თალაკვაძის უკმაყოფილება მოჰყვა. მისივე თქმით, მინისტრი პარლამენტში არის, ამ მძიმე საუბარს ისმენს, ამ ბრალდებებს პასუხობს და „ამ ემოციურ ფონზე ძალიან განიცდის ყველაფერს“.

„ხელს ისე მოგკიდებ, რომ შეიძლება ვეღარ გამაშვებინო! რა კარავში შემიყვან? მე მეუბნები? ხოდა მეც მოგკიდებ ხელს და ისეთ კარვებში შეგიყვან, რომ შეიძლება შეგეშინდეს. წერილი, რომელშიც არის სახელი, გვარი, მისამართი, მოცემულია ყველა სათანადო რეკვიზიტები, დიახ, შესაძლოა, უნდა გადაემოწმებინა ეს სამინისტროს, მაგრამ ამ წერილს რომ ანონიმურს უწოდებთ ეს არის თქვენი სპეკულაცია. დღეიდან პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და ეს წერილები უნდა გადამოწმდეს,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g