„ის სპეკულაციებია, რომ ფონდში ფული დევს ან იკარგება ან ინფლაციას განიცდის, ეს ასე არ არის,“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საპენზიო დანაზოგი ორჯერ იზრდება და გათვალისწინებული იქნება წლიური ინფლაციაც.
„ახლაც მე მგონი, ეს თანხები დეპოზიტზე განთავსდა გუშინ თუ გუშინწინ, რაც როგორც მინიმუმ ინფლაციას დაფარავს. თუმცა, ეს არ არის ბიზნესმოდელი, უნდა მოხდეს სამომავლოდ მათი განთავსება საიტერესო, მაგრამ დაცულ პროექტებში, ამაზე არის ხედვა, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში იმ საინვესტიციო საბჭომ უნდა ქნას, რომელიც რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი უნდა იყოს ჩვენგან. საბჭოს დაკომპლექტების ვადებს ვერ გეტყვით, მიმართეთ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობას. დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეუბნებით, უახლოესი თვეების საკითხია,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტირებას, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, შესაძლოა ინვესტირება წლის ბოლომდეც მოხდეს.
“ეს რომც არ მოესწროს, არ ნიშნავს, რომ ამ წლის ინფლაცია ამ დანაზოგებს შეამცირებს,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.