LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს

sdf

,,არა, აბსოლუტური სიცრუეა, ასეთი თხოვნა არავისგან არ ყოფილა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შესთავაზა თუ არა წილების დათმობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და იყო თუ არა მოლაპარაკებების პროცესში ჩართული შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რაც ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყო.

ეროვნული ბანკი “თიბისი ბანკისგან” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g