ბიბი რექსამ Youtube-ის ოფიციალურ არხზე სიმღერის Last Hurrah კლიპი გამოაქვეყნა. სინგლი, რომელიც პირველი სოლო ნამუშევარია მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში ამერიკელმა მომღერლმა I’m a Mess შემოგვთავაზა, 15 თებერვალს გამოვიდა.
ჯოზეფ ქანის რეჟისორობით გადაღებული ვიდეო სიახლის ტექსტს ეფუძნება. მუსიკალურ რგოლში, რომელიც სავსეა პროვოკაციული კადრებით, ,,გრემიზე” ნომინირებული არტისტი იმ ცუდ ჩვევებს გვიჩვენებს, რომელთაგან ახალგაზრდა ვარსკვლავს გათავისუფლების სურვილი აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, Last Hurrah ბიბი რექსას მომავალ, მეორე სტუდიურ ალბომში შედის, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.