LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გვიშლის ხელს, გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან – პრემიერის განმარტება

105
thumb

არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტსა და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან, – ამის შესახებ პრემირმა განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და საქართველო არასდროს ყოფილა ევროპასთან ასე ახლოს.

„5 მარტს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრა, რომელსაც წელს საქართველო თავმჯდომარეობს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ფორმატი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაწყებულია და მიმდინარეობს წარმატებით. საბჭოზე უმაღლეს დონეზე იქნება განხილული ჩვენი საზოგადოებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი თემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენ ეკონომიკურ პოლიტიკას, განათლების სისტემას და იმ მასშტაბურ რეფორმას, რომელსაც ვახორციელებთ განათლების სექტორში, ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას, მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებთ შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხით არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტში და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან და კიდევ უფრო მეტად ვისარგებლოთ იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან. ამ კუთხით ცალკე ფორმატი იქნება შავ ზღვაზე ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g