LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში გადახვეწილი თევზი ქართულ წყლებს დაუბრუნდება

393

უახლოეს მომავალში საქართველოს წყლებში მობინადრე ყველა თევზის სახეობა შემოწმდება და დადგინდება რომელი მათგანია საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამის შესახებ ”ფორტუნას”  მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტმა,  შოთა კვარაცხელიამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის მიხედვით შედგება რუქა, სადაც გაწერილი იქნება საქართველოს რომელ რეგიონში, რომელ წყლებში მობინადრე თევზი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს და საკვებად უსარგებლოა.

”ახლო პერიოდში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ვაპირებთ რამდენიმე პროექტის განხორციელებას. მაგალითად, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას. თევზის ის სახეობები, რომლებიც ყოველთვის ბინადრობდნენ ჩვენს წლებში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, აღმოჩნდნენ მეზობელი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ორი ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე, დაუბრუნდებიან ქართულ წყლებს” , – განაცხადა შოთა კვარაცხელიამ.

გარდა ამისა, როგორც მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნა, იგეგმება შშმ პირთათვის ადაპტირებული რამდენიმე სათევზაო გარემოს შექმნაც.

თანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და   „მეთევზეთა კლუბს“ შორის დღეს გაფორმდა.

მეთევზეთა კლუბი  2008 წელს შეიქმნა და ამიერკავკასიაში მოყვარულ მეთევზეთა ყველაზე დიდი გაერთიანებაა. ამჟამად, მასში გაწევრიანებულია 2000-ზე მეტი მოყვარული მეთევზე.

magti 5g