LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში საქართველოში 25-30 თეთრით შემცირდა

355

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” მონაცემებით,  საწვავის ფასი საქართველოში ლიტრაზე  საშუალოდ 25-30 თეთრით  არის შემცირებული.

როგორც ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიში” აცხადებენ,   ფასების კლების ტენდენცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

„საქართველოს საცალო ქსელში, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს:

  • სუპერის ტიპის ბენზინი –  1,82-1,85 ლარი;
  • პრემიუმის ტიპის ბენზინი – 1,72-1,88 ლარი;
  • რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,53-1,72 ლარი;
  • დიზელი ლ-62 – 1,58-1,65 ლარი;
  • ევრო დიზელი – 1,72-1,88 ლარი.

ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 15-20 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.

რეგიონში ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში, სადაც  სუპერის ტიპის ბენზინის ფასი – 0,54 ევრო (დაახლოებით 1,42 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,48 ევრო (დაახლოებით 1,27 ლარი), დიზელის საწვავი – 0,45 ევროს (დაახლოებით 1,19 ლარი) ღირს.

ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი რიგ ქვეყნებში დეკემბრის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით.

fuel

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g