კორტნი კარდაშიანი უმცროსი დების გზას დაადგა. გაირკვა, რომ 39 წლის სატელევიზიო სახემ საკუთარი ბიზნესის წარმოება გადაწყვიტა.
Poosh – ასე ჰქვია ამერიკელი სელებრითის წამოწყებას, რომლის საიმიჯო კამპანიისთვის, პოპულარული ოჯახის უფროსმა ქალიშვილმა, აქამდე არაერთხელ ნაცად ხერხს მიმართა და გაშიშვლდა.
4 შვილის დედას, პროექტის დეტალები არ გაუმხელია, თუმცა როგორც მან ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, სიახლე ხელმისაწვდომი ძალიან მალე იქნება.
ცნობისთვის, ბრენდის სახელწოდება სიმბოლურია, რადგან Poosh კორტნი კარდაშიანისა და სკოტ დისიკის 6 წლის გოგონას, პენელოპეს მეტსახელია.