თბილისში, გლდანში მ-6 მ/რ – ში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე, დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი. “ფორტუნასთან” საუბარში შსს-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ თავდამსხმელებს მძევლები არ ჰყავთ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 – ე (ყაჩაღობა), 236 – ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვა) 143 – ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ, გამოძიება ინტერნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.