საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა ავლაბრის მეტროდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გამართეს.
სამების ტაძარში შეკრებილი სტუდენტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა და ახალგაზრდებს ერთმანეთისთვის ცოდვების შენდობისკენ მოუწოდა.
სტუდენტები სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილით, შენდობის დღეს ანუ მიტევების კვირას შეიკრიბნენ.
მსვლელობა „საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.