LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური გურჯაანის სასამართლოში – დავით კირკიტაძე მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

121
kirkitadze_sasamartloze2

გურჯაანის რიონულმა სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე კირკიტაძისთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და თავდებობით მის გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ მანდატურებს სთხოვა დამსწრეებს დარბაზი დაეტოვებინათ.

“თქვენ ხართ ის მოსამართლე, ვინც ადამიანი გაასამართლეთ მკვლელობისთვის და მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა”, – ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეს.

მოსამართლემ მელიას უპასუხა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა და მიუთითა, კითხვა ესწავლა.

ადვოკატმა, შუამდგომლის დაყენების შემდეგ  მოსამართლეს ასევე განუმარტა, რომ კირკიტაძე ციხეში დაოჯახდა და ასევე, გარდაცვლილი ჰყავს ოჯახის წევრი, რომლის დაკრძალვაც ხუთშაბათს არის. კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემით არ სპეკულირებს, თუმცა, ეს პირადი ტრაგედიაა.

კონდახიშვილმა ასევე 2 000 მოქალაქის თავდებობის შესახებ წერილიც წარადგინა.

აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატმა გასულ სასამართლო პროცესზეც დააყენა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის ტექნიკურად მომზადებული არ იყო.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა განმარტა, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ დავით კირკიტაძე გამოძიებას თავს არიდებდა. ბრალდების მხარის თქმით, პარლამენტარების თავდებობა ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის ჩადენის აცილებას, რადგან აქციაზე დეპუტატების ყოფნა ვერ გახდა კირკიტაძისთვის შემაკავებელი.

მოსამართლემ განმარტა, რომ გასულ სხდომაზე შუამდგომლობის მხოლოდ ტექნიკურ პრობლემაზე არ მიუთითებია. მოსამართლის განცხადებით, აღკვეთის განხილვა ორ თვეში ხდება.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g