პოლონელმა ინჟინერმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კვადროციკლი შექმნა.
EV4 Mountain Cart ინჟინერმა ჯეკ სკოპინსკმა გააკეთა. ის სხვა კვადროციკლებისგან იმით განსხვავდება, რომ გრუნტზე და ბალახის ზედაპირზე გადაადგილება შეუძლია.
კვადროციკლის ბორბლების პლატფორმას ელექტრომოტორები აქვს, რომელიც ენერგიით აკუმულატორისგან იკვებება. დატენილ მდგომარეობაში EV4-ს 50-80 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.
კვადროციკლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოსახულია ეკრანზე, რომელსაც ოპერატორი ხედავს. სავარძელზე განთავსებულია უსაფრთხოების ქამარი. კვადროციკლით გადაადგილება 130 კილოგრამამდე წონის ადამიანს შეუძლია. კონსტრუქცია ღიაა, თუმცა მას უამინდობისაგან დამცავი საფარი გააჩნია.
EV4 Mountain Cart-ის ღირებულება 5 285 დოლარს შეადგენს.