LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით, ბათუმის ბულვარში გადაადგილება აიკრძალება

192
shutterstock_712426069

პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება. ინიციატივა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ეკუთვის, გადაწყვეტილება კი ქალაქის საკრებულომ დღეს მიიღო.

ბულვარის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბულვარში უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს. ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარში, უკვე აკრძალული ტრანსპორტებით გადაადგილების შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა.

აკრძალვა ბულვარის ტერიტორიაზე გავრცელდება.

პოპულალურები