LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მირცხულავა: რუსეთიდან შემოტანილმა გაზმა შესაძლოა, კომერციული მომხმარებლისთვის გაზი გააიაფოს

93

რუსეთიდან დაბალ ფასად შემოტანილმა გაზმა შესაძლოა, კომერციული მომხმარებლისთვის ფასები დაწიოს, – ამის შესახებ ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში დავით მირცხულავამ ენერგეტიკის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დამატებით მცირე მოცულობის გაზის შემოტანა აუცილებლად მოუწევს, ერთადერთი მომწოდებელი კი ამ შემთხვევაში რუსეთია.

”დგება აუცილებლობა დამატებითი გაზის შემოტანის. თუ თქვენ აზრბაიჯანულ პრესას გაეცნობით, ნახავთ რომ გარკვეული პრობლემები აქვთ საკუთარი ენერგეტიკული ბალანსის შესავსებად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ 2 მლრდ კუბურ მეტრზე გააფორმეს მათ ხელშეკრულება ”გაზპრომთან” გაზის შემატანაზე. აზერბაიჯანს ძალიან  დიდი რესურსი აქვს, მაგრამ ეს რესურსი ასათვისბეელია. დღეს საუბარია მცირე მოცულობაზე და 15-დან 20%-მდე გაზის დამატებითი შეძენა საქართველოს მოუწევს. ერთადერთი მომწოდებელი კი ამ შემთხვევაში არის რუსეთი. თუმცა ერთი პოზიტიური ის შეიძლება იყოს, რომ კომერციულ სექტორში ფასზე კარგად აისახოს და კომერციული მოხმარებისთვის გაზი გაიაფდეს,” – განაცხადა დავით მირცხულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g