LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

145
1552670798-2.mp4_000317111

ოკუპირებულ გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ.

კვარაცხელიას სენაკის საკათედრო ტაძარში 12:00 საათზე დაასვენებენ, 14:00 საათზე კი სენაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 13 მარტს ენგურის ხიდზე გადასცეს.

ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული და საათნახევარში გარდაცვლილი კვარაცხელიას ბურუსით მოცულ საქმეზე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის შესახებ, დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები არ ეთანხმებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g