2018 წლის აგვისტოში ცნობილი პროდიუსერი, კახა მამულაშვილი, გიივე მამულიჩა, ბაბუა გახდა. მის ვაჟს პირველი ქორწინებიდან, ნიკოლოზს შვილი შეეძინა. მას ალექსანდრე დაარქვეს.
ბედნიერი ბაბუა ხშირად აზიარებს უსაყვარლესი ალექსანდრეს ფოტოებს.
ახლახან ლელა წურწუმიას ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე დაიდო ვიდეო, სადაც ლელა წურწუმია მეუღლის შვილიშვილს „რა დილა თენდება“-ს უმღერის, პატარა კი მომღერალთან ერთად სასიამოვნოდ ღუღუნებს.