LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

64

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაასრულა. სამწუხაროდ, მესამე მატჩი ჩვენთვის ძალიან არასახარბიელოდ წარიმართა. მართალია, საქართველო ძალიან ძლიერ იტალიას შეხვდა, რომელიც მთლიანად პირველობის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით წაგება მაინც, რბილად რომ ვთქვათ, დასანანია – 1:21. ანგარიში ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ჩვენებმა მეტოქის კარის მიმართულებით 20-ჯერ დაარტყეს, იტალიამ კი 33-ჯერ დაგვირტყა, როგორი გამოდგა მარგი ქმედების კოეფიციენტი, ამაზე გატანილი გოლები ყველაზე კარგად მეტყველებს.

ქართველთაგან ის ერთადერთი პრესტიჟის ბურთი ჯერ კიდევ პირველ მეოთხედში მიხეილ ბაღათურიამ შეაგდო. მეოთხედების მიხედვით კი შედეგი ასეთია – 1:5, 0:6, 0:6, 0:4.
შეგახსენებთ, რომ ქართველებმა ჯერ რუმინეთთან წააგეს – 6:12, შემდეგ გერმანიასთან – 9:11.

საქართველომ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი-ოფი დაიწყება და ჩვენები 9-16 ადგილებისთვის იბრძოლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g