“აბიტურიენტებს მოვუწოდებთ, რეგისტრაცია დროულად გაიარონ,” – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეოვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი განცახდებით, 2019 წლის 3 აპრილის 18 საათის შემდეგ აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, 19 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
„გვსურს, მოვუწოდოთ აბიტურიენტებს, დარეგისტრირდნენ 3 აპრილამდე. ამ დღეებში გაიარონ რეგისტრაცია, რადგან გვაქვს ხოლმე ასეთი სტატისტიკა, რომ ბოლო დღეებში ცდილობენ დარეგისტრირებას. ამ ეტაპზე, 19 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული და ყოველდღე, რა თქმა უნდა, ციფრი იზრდება, მაგრამ მაინც გვინდა, მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად დროულად დარეგისტრირდნენ და ბოლო დღემდე არ მიიყვანონ ეს პროცესი,“ – განაცხადა გორგოძემ.
მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას არ გეგმავს, სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში, საზოგადოებას ეცნობა.
2019 გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.