LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოუკიდებლობის დღე უნდა აღინიშნოს 9 აპრილს და არა 26 მაისს – ნატო ჩხეიძე

427
natochxeidze-4

დეპუტატი ნატო ჩხეიძე გამოდის ინიციატივით, დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს აღინიშნოს.როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საქართველო 70 წელი საბჭოეთი კოლონია იყო და სწორედ 9 აპრილს მოიპოვა თავისუფლება ზვიად გამსახურდიას მოწამებრივი ღვაწლით.

„ოცნების“ მთავრობამ და პარტიამ საზეიმოდ აღიარეს ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე. აღინიშნა მისი ღვაწლი არა მარტო რეფერენდუმის ორგანიზებასა და ჩატარებაში, არამედ სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს, რაც ამ თარიღით, 9 აპრილით არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციის პირველსავე მუხლში. შესაბამისად, ალბათ მოვიდა დრო, როცა უნდა შეიცვალოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღი. ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს სწორედ 9 აპრილს და არა 26 მაისს, როცა 1918 წელს ჟორდანიას მიერ მაშინდელი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რაც სამ წელიწადში დავკარგეთ რუსული ჯარის შემოჭრისა და მაშინდელი მთავრობის უთავობით“, – განახცადა ნატო ჩხეიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები