LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება – მიხეილ სააკაშვილი

142
1550659550_mixeil-saakasvili

არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ბოდიშს ვიხდი და დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე თაობის შეცვლის შემდეგ ის, რაზეც ეს დავები, “სასაცილოდ მოგვეჩვენება.”

„ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემები. ამაზე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ვინც არ უნდა ილაპარაკოს…დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ თავზე ნაცრის ყრას. არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა არც რობაქიძის თემასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ბოდიშს ვიხდი და დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ორივე ფაქტის თაობაზე გვიან გახდა მისთვის ცნობილი.

„გვიან გავიგე. რატომ უნდა გამეგო უფრო ადრე?! სისხლის სამართლის საქმე არ არის პრეზიდენტის ფუნქცია. ეს ივანიშვილს ჰგონია რომ ქვეყნის მართვის ფუქციაა დღე და ღამე პროკურორებთან ჯდომა, პოლიციელების დაბარება და სასამართლო საქმის გარჩევა, ჩაგდება თუ ჩამოგდება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g