LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს გაეცნენ

113
56171748_2125407987509172_6487068430070448128_n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შვედური სათავგადასავლო ჟურნალის Åka Skidor-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

პრეს-ტურის 4 მონაწილე სვანეთს ესტუმრა. უცხოელმა ჟურნალისტებმა თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტები დაათვალიერეს და სათხილამურო ტრასებზე ისრიალეს,  მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სხვადასხვა სოფლები მოინახულეს, სადაც ადგილობრივ კულტურას გაეცნენ.  პრეს-ტური Ski Georgia-ს თანაორგანიზებით მოეწყო.

შვედი ჟურნალისტები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებენ.

ცნობისთვის, Åka Skidor 1974 წლიდან გამოიცემა და 80 000 მკითხველი ჰყავს, ჟურნალი პოპულარულია სოციალურ მედიაშიც. Åka Skidor მკითხველს ინფორმაციას აწვდის სხვადასხვა  ქვეყნის სამთო-სათხილამურო მიმართულებების, აღჭურვილობის, ახალი ტენდენციებისა და მათთვის უცნობი სათხილამურო კურორტების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g