ჩაის მწარმოებელი კომპანია ”აგროექსპორტი” სახელმწიფოსგან პლანტაციების გადაცემას ითხოვს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, ნუგზარ სურმანიძემ განუცხადა, ”აგროექსპორტმა” ხელვაჩაურში, ადგილობრივ ხელისუფლებას პლანტაციის გადაცემის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
”გვეუბნებიან, რომ მიესალმებიან ჩაის წარმოების განვითარებას რეგიონში და პლანტაციას ამ მიზნით გადმოგვცემენ, თუმცა ეს პროცესი დროში გაიწელა. დიდი ხანია, ვითხოვ საკუთარ პლანტაციას, მაგრამ დღემდე მიზანს ვერ მივაღწიე”, – განაცხადა სურმანიძემ.
მისივე თქმით, იმის გამო რომ საკმარისი ფოთოლი არ აქვს, ჩაის მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს და ექსპორტზე ვერ გააქვს.
”საკუთარი პლანტაციის არ ქონის გამო, კომპანია წარმადობას ვერ ზრდის. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია მცირეა და ექსპორტზეც ვერ გაგვაქვს”- განმარტა ”აგროექსპორტის” დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ჩაის ფოთოლს ადგილობრივი გლეხებისგან იბარებს. პროდუქციის რეალიზაცია კი სავაჭრო ქსელებსა და რესტორნებში ხდება. რაც შეეხება ფასს, ჩაის ერთი კოლოფი 5 ლარი ღირს.
შპს “აგროექსპორტი” 2002 წელს , ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში დაარსდა. კომპანია ჩაის რამდენიმე სახეობას აწარმოებს: შავი, მწვანე, ხილის და მცენარეული. საწარმოში ამ ეტაპზე 15-20 ადამიანია დასაქმებული.