LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ოკუპაცია ნატოში გაწევრიანების გზაზე ბარიერი არ უნდა იყოს – პრემიერი

144
F0686B8F-C561-40CC-AC71-22D3F81BA4E8_cx0_cy8_cw0_w1023_r1_s

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, თუმცა ეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ბარიერად არ უნდა იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს.

„ის ფაქტი, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ იდეას, ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის ეფუძნება ღირებულებებს. ჩვენ ვაშინგტონში მოვისმინეთ ძალიან ძლიერი გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, სუვერენული არჩევანი შეუზღუდოს რომელიმე ერს, თავისუფალ ქვეყანას და ამ შემთხვევაში საქართველოს. ის ბერკეტი, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%- ის ოკუპაციას, არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ეს იყოს ბარიერი. ჩვენ ამის შესახებ მოვისმინეთ გზავნილები ნატო-ს გენერალური მდივნისგან და ასევე, მოვისმინეთ ვაშინგტონში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

mazda magti 5g