LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილის თქმა არ გაბედოთ! – გიგა ბოკერია კობა გვენეტაძეს

133
2b4a555c657f86200d15a65ef5db6049_thumb

მაქვს მონაცემები, რომ ერთ-ერთმა მსხვილმა სუბიექტმა გასცა სესხი, რომელიც ვერ გადაიხადა, ამიტომ ამ მსხვილმა ბანკმა ხელოვნურად შექმნა შპს და იყიდა ცუდი ვალის პასივები, რატომ არ დაუწესდათ მათ სანქცია? – ამ კითხვით„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

დეპუტატმა განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული საქმე შეისწავლა, თუმცა ბანკის მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა.

„მე ხელთ მაქვს მონაცემები, რომ სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, არა „თიბისიზე“, ადგილი ჰქონდა შემდეგ ვითარებას: ამ ბანკმა გასცა მსხვილი სესხი ერთ-ერთ მსხვილ კომერციულ სუბიექტზე, სესხი იმდენად დიდი იყო, რომ თითქმის მათი წლიური შემოსავლის ტოლი იყო, ამიტომ 100%-ით უნდა დარეზერვებულიყო. ეს სესხი აღმოჩნდა ცუდი სესხი, ვერ გადაიხადა ამ სუბიექტმა, ამიტომ ამ მსხვილმა ბანკმა ხელოვნურად შექმნა შპს, ამ შპს-ს მისცა თავისი ფული, შემდეგ ამავე შსპ-მ იყიდა ცუდი ვალის პასივები. ამის შემდეგ მენეჯმენტი, რომელმაც ასეთი ცუდი სესხი გასცა, გამოძვრა აქედან. თქვენ ეს საქმე განიხილეთ და „თიბისისგან“ განსხვავებით გადაწყვიტეთ, რომ არანაირი სანქცია არ დაგეწესებინათ. რას ნიშნავს ეს? – არ გაბედოთ ტყუილის თქმა“!- განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g