LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპუსებში გაზის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები უახლოეს თვეებში დამონტაჟდება

294
32714419_439853046427628_3256086922677714944_n

აუცილებელია საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები დამონტაჟდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, შეთანხმება აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.

„აუცილებელია, შესაბამისი სენსორების დაყენება, რომელიც უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, რომ თუკი მოხდება ბუნებრივი აირის გაჟონვა, მაშინვე ჩაირთვება სიგნალიზაცია და საფრთხე თავიდანვე იქნება აცილებული. თუმცა, მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს უფრო მეტი სიფრთხილე. ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ კუსტარულად დაყენებული გამათბობლები წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. როდესაც გაზი ჟონავს, ადამიანი ვერ გრძნობს სუნს და ძალიან ბევრია ინტოქსიკაციის ფაქტები და უბედური შემთხვევები. მე როდესაც ვიცი, რომ ის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, ოჯახით, შვილებით ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება მექნება. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდანაც მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება იყოს. ცვლილებები როდის შევა ძალაში, ამაზე კონკრეტულად შეგიძლიათ ენერგეტიკას ჰკითხოთ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და შევჯერდით, გვაქვს პოზიცია თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ძალიან მალე, წლის ბოლომდე ეს რეგულაციები ამოქმედდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გავრცელებული, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, დეტექტორების შეძენა მოსახლეობას თავად მოუწევს, მონტაჟი კი მომხმარებლისთვის უფასო იქნება. მსგავსი დეტექტორები ელიავას ბაზრობაზე უკვე იყიდება და მისი ფასი დაახლოებით 40 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g