კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ხვალ, 5 თებერვალს, ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სასმელი წყლის რეზერვუარზე აუცილებელი საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.
როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, სამუშაოების ჩატარება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 5 თებერვალს, 11:00-დან 20:00 საათამდე, ვაკის რაიონში წყალმომარაგება შეუწყდება:
- მარაბდის, შატბერაშვილის, ქობულეთის, მცხეთის, ტ. ტაბიძის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, რაზმაძის, აბაშელის, ნ. ჟვანიასა და კეკელიძის ქუჩებს.